ძაფის, ქაღალდის, წყლისა და ქვიშის ნამუშევრები „ჯითისი“-ში
28 სექტემბერი, 2013
ძაფის, ქაღალდის,  წყლისა და ქვიშის ნამუშევრები „ჯითისი“-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სავაჭრო ცენტრში "ჯითისი" თორნიკე კაკუშაძის ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით - "არაჩვეულებრივი გამოფენა".

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: ძაფის, ქაღალდის, წყლის, და ქვიშის ნამუშევრები. როგორც თორნიკე კაკუშაძემ აღნიშნა: "ძაფის ხელოვნება ევროპაშია ფეხადგმული და ეს ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ინტერნეტში ვნახე და გავაკეთე". თორნიკესთან ერთად იმყოფებოდა გამოფენის სტუმარი მარიამ მისრიაშვილი, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა პლასტილინით გაკეთებული სურათები. ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ პრეზენტაცია მოეწყო. თორნიკემ ჯერ ქვიშაზე დახატა, შემდეგ კი - წყალზე. 

პრეზენტაციის ბოლოს მან სიურპრიზი გაუკეთა სტუმრებს და ქვიშაზე თვალებახვეულმა დახატა. ყველაფრის ორგანიზებაში მას მეგობარი ნიკა გოგიაშვილი დაეხმარა. 

გამოფენის მიზანია, კრეატიული ხელოვნება დაინერგოს და განვითარდეს. ეს თორნიკე კაკუშაძის პირველი მცდელობაა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary