გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია ალმა მატერში
08 ოქტომბერი, 2013
გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია ალმა მატერში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,აისეკ საქართველო” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ალმა მატერსა და „აისეკ საქართველოს“ შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ სტაჟირება გაიარონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

პრეზენტაცია ჩაატარა "აისეკის" ლოკალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ქოქაშვილმა. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ სტუდენტებს წავიდნენ უცხოეთში. „საცხოვრებელსა და საკვებს აფინანსებს "აისეკი", ბილეთისა და მოსაკრებლის თანხაა მხოლოდ გადასახდელი“.

ორგანიზაცია „აისეკ საქართველო“ განთავსებულია თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის შენობებში. მათი წარმომადგენლები, თითქმის, ყველა უნივერსიტეტში მართავენ პრეზენტაციებსა და სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს აცნობენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary