„ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის“ საქველმოქმედო პროექტი
14 ოქტომბერი, 2013
"ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის" 3-დღიანი პროექტი დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე გუნდებს ტურისტული სააგენტოს მოდელი უნდა წარმოედგინათ.

3 დღის განმავლობაში მათ მცირე ტურისტული ბიზნესის წარმოება თავად შეეძლოთ.

პროექტში მონაწილეობის მიღება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა (მე-10, მე-11, მე-12 კლასები) და სტუდენტებს შეეძლოთ. ტურისტული სააგენტოს მოდელირება ექვსმა გუნდმა ითავა. თითო გუნდი 7 წევრისაგან შედგებოდა. მონაწილე გუნდებმა თავიანთი პროექტები წარმოადგინეს, რაც ჟიურის წევრებმა შეაფასეს და გამარჯვებულიც გამოავლინეს.

"ჩვენ, "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა", მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, როგორც ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის მიერ წარმოდგენილ პროექტებს, ისე სხვა მსგავს ინიციატივებს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ახლავე დაიწყონ ფიქრი პროფესიულ ცხოვრებაზე" - განაცხადა "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის" დირექტორმა და ჟიურის წევრმა არჩილ სუმბაძემ.

3-დღიანი პროექტის დახურვის ცერემონიალზე ორგანიზატორებმა სერტიფიკატებითა და სხვა საჩუქრებით ჟიურის წევრები, მონაწილე გუნდების ლიდერები, სპონსორები და თავად მონაწილეები დააჯილდოვეს.

"ჩვენი მიზანია, სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და ქველმოქმედება. რესურსის შექმნა რთულია და სწორედ ამიტომ, ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბმა გადაწყვიტა, თვითონ შექმნას რესურსი, რითიც ბავშვთა სახლებს დავეხმარებით" - აღნიშნა "ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის" ხელმძღვანელმა და პროექტის ორგანიზატორმა მურთაზ თაკალანძემ. 

პროექტი "ერისიონის" მოცეკვავეებმა და ახალგაზრდა მომღერალმა დახურეს.

"ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის" მიერ ჩატარებული ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი ბავშვთა სახლს გადაეცემა, ნაწილი კი - პროექტის განხორციელებას მოხმარდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary