ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტის „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიას შეხვდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მინისტრთან დიალოგში სხვადასხვა სფეროს შეეხნენ. განხილვის თემები იყო: ქართული პროდუქციის გატანის საკითხი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, რთველის მიმდინარეობის შეფასება კახეთში, ციტრუსის დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აჭარაში, ფერმერთა პრობლემებისა და მათი გადამზადების საკითხები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებული რეფორმების, ინიციატივებისა და სიახლეების შეფასებას, სფეროს გამჭვირვალობასა და კონკურენტუნარიანობას უკავშირდება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტი მუდმივმოქმედი ფორმატია და ყოველთვიურად რამდენიმე შეხვედრა მზადდება.
ორგანიზაციის შეფასებით, „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან“ ხელს შეუწყობს საჯარო უწყების ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების წინაშე და ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესში.