საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქართულ-აზერბაიჯანული ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.
ჟურნალისტებს ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ინთიგამ ბაბაევმა მიაწოდეს.
2013 წლის 16-დან 19 ოქტომბრამდე ფესტივალი სიღნაღში ტარდება. ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებს 100 ქართველი და 100 აზერბაიჯანელი ახალგაზრდა. ღონისძიების ფარგლებში შედის სპორტული, შემეცნებითი და კულტურული პროგრამები.
,,მომავალში უფრო მასშტაბური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული კავშირის გაღრმავებას“ - აღნიშნა ლევან ყიფიანმა.