,,ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი’’ უსახლკაროების დასაცავად
19 ოქტომბერი, 2013
,,ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი’’ უსახლკაროების დასაცავად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა’’ თბილისის საკრებულოს წინ აქცია გამართა სახელწოდებით - „შეიფარე დღეს’’.

ისინი საქართველოში მცხოვრები უსახლკაროების პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, გასულ ზამთარს ორი ადამიანი გაიყინა და გარდაიცვალა უსახლკარობის გამო. გასულ წელს სახელმწიფომ იზრუნა მათ დაბინავებაზე. "9 აპრილის პარკში" დაიდგა კარავი, რომლითაც 400-მა ადამიანმა ისარგებლა. აქციის მონაწილეების განმარტებით, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.


„სახელმწიფო არ ზრუნავს უსახლკაროებზე“, „რამდენი ადამიანი გაიყინება წელს?“, „დღეს - მე, ხვალ - ვინ?“ „შე(მ)იფარე“, „არ გამწირო“, „შეიფარე დღეს“ - ამ ლოზუნგებით აპროტესტებდნენ მონაწილეები უსახლკარო ადამიანების პრობლემას.


’’ეს პრობლემა რამდენიმე წელია აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, ხალხს არ აქვს თავშესაფარი და ამის გამო ისინი იხოცებიან,  არავის აინტერესებს, რა მდგომარეობაში არიან. თუკი ვინმე გარდაიცვლება, მხოლოდ მაშინ ატყდება ხოლმე აჟიოტაჟი, მაგრამ, სამწუხაროდ, მთელი წლის განმავლობაში ესენი არავის ახსოვს. შარშან დადგმული იყო კარავი 9 აპრილის პარკში, სადაც ადამიანებს გამოზამთრება შეეძლოთ. წელს ჩვენ დავრეკეთ მერიაში და ვიკითხეთ თუ არსებობდა რაიმე პროექტი ან გამოიყო თუ არა ბიუჯეტიდან თანხა, თუმცა, როგორც აღმოჩდა, არაფერი მსგავსი წელს არ გაკეთებულა და არც იგეგმება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა აქცია და მედიის, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო იმისთვის, რომ პრობლემის გადაწყვეტაზე ზრუნვა დაიწყოს დღესვე და არა მაშინ, როდესაც ვინმე გარდაიცვლება’’ - აღნიშნა „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრმა ბაია პატარაიამ.

"სახელმწიფომ აუცილებლად რეაგირება უნდა მოახდინოს და გადაწყვიტოს უსახლკაროთა პრობლემა, თუკი მათ არ იციან რა უნდა გააკეთონ, მაშინ ვიღაცამ უნდა შეახსენოს ეს, სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ჩვენი აქცია, მე პირადად, მინდა, რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ და ამიტომ გავხდი აქციის მონაწილე’’ - განაცხადა აქციის მონაწილემ ნანიკო ჭანტურიძემ.

,,ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის’’ ორგანიზებით გამართულ აქციას ორგანიზაცია ,,იდენტობაც’’ შეუერთდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary