დავით გურამიშვილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
26 ოქტომბერი, 2013
             დავით გურამიშვილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდულმა ბიბლიოთეკამ "დავითიანნთან" არსებულ ინტელექტუალურ კლუბ "წიგნის მეგობრებს" უმასპინძლა.

კლუბის წევრებმა დავით გურამიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გამართეს.

საღამო ბიბლიის წაკითხვით გაიხსნა. შემდეგ მიწვეულმა სტუმრებმა დავით გურამიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან პერიოდებზე ისაუბრეს. 

დავით გურამიშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კი საშულება მიეცათ მისი პოეზიიდან ნაწყვეტები წაეკითხათ. 

"წიგნის მეგობრებს" შეუერთდა "ტრიონი". მათ სპეციალურად საღამოსადმი მიძღვნილი კრეატიული მაისურები დაამზადეს.

"წიგნის მეგობრების" საორგანიზაციო გუნდი მსგავს საღამოებს ყოველ შაბათს მართავს. ინტელექტუალური კლუბის შემდეგი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას მიეძღვნება. კლუბის წევრები საღამოს გამართვას ყვარელში გეგმავენ.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary