ირანელი მხატვარი სამხატვრო აკადემიაში
29 ოქტომბერი, 2013
ირანელი მხატვარი სამხატვრო აკადემიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ირანელი მხატვრის მარიამ ირავანის გამოფენა გაიხსნა, რომელიც პარასკევამდე გაგრძელდება.

როგორც მარიამ ირავანი ამბობს, ის თბილისში ორი თვის წინ ჩამოვიდა. მივიდა სამხატვრო აკადემიაში და წარადგინა თავისი ნამუშევრები. მისმა ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და გამოფენის მოწყობა შესთავაზეს. მარიამი 28 ოქტომბერს დაბრუნდა საქართველოში და საკუთარი სახსრებით მოაწყო გამოფენა. მას არ ჰყავს სპონსორი, არც ოფიციალური მოწვევა აქვს. საქართველოში საკუთარი სურვილით იმყოფება. 

„თბილისი ძალიან მაგონებს ჩემს სამშობლოს, ამიტომ ავირჩიე ეს ქალაქი და გადავწყვიტე, აქ მომეწყო ჩემი გამოფენა, ამ მიმდინარეობას ჰქვია ”abstract of traditional painting”.

გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორები აღნიშნავენ, საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს მარიამის ნამუშევრებს.

მარიამ ირავანი პარასკევს დატოვებს საქართველოს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary