ახალგაზრდების ჩართულობა და საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება
30 ოქტომბერი, 2013
ახალგაზრდების ჩართულობა და საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
27 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ პრეზიდენტი აირჩია. არჩევნებში კენჭს 23 კანდიდატი იყრიდა, მათგან 9 პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო დანარჩენი - საინიციატივო ჯგუფებმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3741 უბნის მონაცემების მიხედვით უპირობოდ 62.11%-ით ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოსთვის ეს უკვე მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია, ხოლო მოსახლეობამ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აირჩია.

საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით არჩევნებმა თავისუფალ გარემოში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ძირითადად, არჩევნების დღის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა კი პროცედურული ხასიათისაა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობამ არც ისე მაღალი აქტივობა 46,9% გამოხატა, მათ შორის აქტივობის დაბალი დონე აღინიშნა ახალგაზრდა ამომრჩევლებში. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დამკვირვებელი თამარ ქუმსიაშვილი აცხადებს: „ახალგაზრდები არ აქტიურობდნენ, ამომრჩევლის საშუალო ასაკი 40 წელზე მაღალი იყო, ბევრი იყო მოხუცი. თუმცა, მეორე მხრივ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა დამკვირვებელთა უმეტესობას ახალგაზრდები წარმოადგენდნენ, რომელთა ასაკი 18-დან 25 წლამდე მერყეობს. ისინი აკვირდებოდნენ კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურის მიმდინარეობას".

ორგანიზაციის "ახალი თაობა – ახალი ინიციტივა“ თავმჯდომარის მიხეილ დევდარიანის თქმით, ისინი აკვირდებოდნენ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით 600 დამკვირვებლისა და 30 მობილური ჯგუფის მეშვეობით: „ჩვენს ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო პროცესში და გამომდინარე აქედან, დამკვირვებლების 60% წარმოადგენდნენ ახალგაზრდები“.

ლაშა კაციაშვილი „სამოქალაქო ინიციატივა სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი იყო. როგორც ის აღნიშნავს: „მოვინახულე ვაკის ოლქის 15 საარჩევნო უბანი. არჩევნების დღის განმავლობაში ნათლად ჩანდა შუა ხნის ამომრჩეველთა აქტიურობა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან შედარებით. ასევე აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, დარღვევათა უმრავლესობა პროცედურული სახის იყო“.

„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თორნიკე ჭეიშვილი კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და ამ კუთხით სამომავლოდ ორგანიზაცია გეგმავს, როგორც უშუალოდ დამკვირვებლების, ისე სამონიტორინგო არეალის გაზრდას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary