„ქალის სათქმელი ლიტერატურაში“
05 ნოემბერი, 2013
მწერალთა სახლში ნინო პოპიაშვილის წიგნის „ქალი ავტორი - ლიტერატურული, კულტუროლოგიური და გენდერული კვლევები“ პრეზენტაცია გაიმართა.

მონოგრაფიაში განხილულია ქალი ავტორის როგორც კულტუროლოგიური ფენომენის არსი, მწერალი ქალის ისტორიული და თანამედროვე დისკურსები, გენდერულად მარკირებული ლიტერატურისა და ლიტერატურული თეორიის საკითხები. წიგნში სათანადო ადგილი ეთმობა ქალი ავტორის ფენომენის საკითხს დასავლურ, აღმოსავლურ და ქართულ ლიტერატურულ გარემოში.
ავტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი ინტერესი ამ მონოგრაფიის მუშაობის პროცესში იყო, გაეცა კითხვებზე პასუხი, თუ რა არის ქალთა ლიტერატურა, როგორ აღიქვამენ საზოგადოებაში მას, თუ საუბრობენ ზოგადად ამ ფენომენზე და რამდენად არის შესაძლებელი ქალი ავტორის, ქალი ლიტერატორის ცალკე გამოყოფა.

ნინო პოპიაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა ქალი ავტორების პრობლემატიკას ევროპულ ლიტერატურაში. შეხვდა გერმანელ კოლეგებს, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ და რამდენიმე მათგანის ინტერვიუ თან ერთვის მონოგრაფიას.

ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება ამ საკითხისადმი და ღრმად სწამს, რომ ქალს თავისი სათქმელი, თავისი ხაზი უნდა ჰქონდეს ლიტერატურაში.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary