კონსერვატორიის დიდ დარბაზში კამერული მუსიკის საღამო ჩატარდა.
მონაწილეობდნენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, კონცერტს დირიჟორობდა შვეიცარიელი რობერტ ბოკორი, რომელიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვიდა საქართველოში. ასევე მონაწილეობდნენ კონსერვატორიის ათწლედის მოსწავლეები.
რობერტ ბოკორი: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე დღეს აქ ვარ და ამ პატარა ნიჭიერი ბავშვების გვერდით ვდგავარ. მე მზად ვარ დავეხმარო ამ ნიჭიერებს და გზა გავუკვალოთ საქართველოს მომავალ ვარსკვლავებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ მე დღეს საქართველოში ვარ , ამ პატარა და ლამაზ ქვეყანაში“.
საღამოს ესწრებოდა ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი გიორგი ჟორდანია.