ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოში
08 ნოემბერი, 2013
ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკული უნივერსიტეტი ლიტვაში აცხადებს მიღებას და მათი წარმომადგენლები შეხვდნენ მშობლებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.

ლიტვაში სწავლისთვის აუცილებელია მაღალი ნიშნები, ატესტატი,TOEFEL-ის ჩაბარება.

გასულ წელს ლიტვაში წასასვლელად ემზადებოდა 5 სტუდენტი, თუმცა, ტესტირება მხოლოდ ორმა გაიარა და სექტემბრიდან სწავლილს დაწყება შეძლეს.

„ძალიან მომწონს ეს პროგრამა, სხვებთან შედარებით ხელმისაწვდომია, ჩემი შვილი ძალიან კმაყოფილია სწავლით. თავიდან ჰქონდა 70% -იანი დაფინანსება, შემდეგ იქ ორი თემა დააწერინეს, მოეწონათ და უკვე 90%-იანი დაფინანსება აქვს“- აღნიშნა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა ლაშა თათულაშვილმა.

ტესტირების ჩაბარების შემდეგ ინიშნება გასაუბრება Skype-ით. თუ ყველა გამოცდაში მაღალი ქულა აიღო სტუდენტმა, მას აქვს საშუალება სწავლა განაგრძოს ლიტვაში.

უნივერსიტეტს აქვს საერთო საცხოვრებელი და კომფორტული გარემო. სტუდენტები გადანაწილებულები არიან დონის მიხედვით, რომ სწავლა ყველასთვის შესაძლებელი იყოს.

ასევე ამერიკულ უნივერსიტეტს აქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც ხელმისაწვდომია, სამ კვირიანი სწავლება ღირს 350 ევრო.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary