აზროვნება ავტორიტეტების გარეშე
08 ნოემბერი, 2013
აზროვნება ავტორიტეტების გარეშე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გააგრძელე დისკუსია – ასე ჰქვია შეხვედრა/დისკუსიების ციკლს, რომელიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო „აზროვნება ავტორიტეტების გარეშე“, მომხსენებლები კი ლევან ღამბაშიძე და მირიან ებანოიძე იყვნენ.

“ჩვენ ყოველთვის ვართ რაღაც გავლენის ქვეშ, მაშინ როდესაც ვამბობთ, რომ არავითარი ავტორიტეტი არ გყავს, სინამდვლეში ჩვენი ავტორიტეტი ისაა, ვინც ამას ამბობს. ავტორიტეტი არის ის, რასაც ჩვენ ვაღიარებთ” – თქვა ლევან ღამბაშიძემ.

დღევანდელი შეხვედრა პროექტ „აგორას“ ფარგლებში ჩატარდა. მომხსენებლებმა აკაკი ბაქრაძისა და მერაბ მამარდაშვილის სტატიებსა და მათი ნააზრევის შესახებ ისაუბრეს. ლევან ღამბაშიძის თქმით, აღნიშნული დისკუსიებისა და შეხვედრის მთავარი მიზანია, უნივერსიტეტს დაუბრონონ ის როლი, რომელიც რეალურად უნდა ჰქონდეს.

პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 შეხვედრა/ დისკუსია გაიმართება.

წყარო - http://studpress.ge/?p=7038

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary