„თაობა 1989“
12 ნოემბერი, 2013
„თაობა 1989“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რითი განსხვავდება „თაობა 1989“ სხვა თაობებისგან? როგორ აფასებენ ისინი 80-იან წლებს თითქმის 25 წლის შემდეგ. ამ და სხვა თემებზე კინომცოდნე გოგი გვახარიამ და “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ისაუბრეს. შეხვედრას მოდერირებას დავით ჯიშკარიანი უწევდა. პროექტს, რომლის ფარგლებშიც დისკუსია ეწყობა , ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV Internetional) ახორციელებს.

„ 2013 წლის დასაწყისიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. რომლის მიზანია საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლა და დისკუსიების ინიცირება ამ საკითხებზე. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია მრავალფეროვანი ღონისძიებები: სხვადასხვა საარქივო მასალის მოძიება, ინტერვიუების ჩაწერა თვითმხილველებთან და მთელი ამ პროცესების მონაწილეებთან, დისკუსიების ორგანიზება“- აღნიშნავს DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე ლიკა კაციტაძე.

როგორც მოდერატორი დავით ჯიშკარიანი ამბობს, დისკუსია IDFI-ს პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ეს ინიციატივა არის იმის მცდელობა, რომ საქართველოში დაიწყოს „თაობა 1989“-ის ფენომენის ანალიზი.

ფიქრია ჩიხრაძე „დაკარგული თაობის“ წარმომადგენელია. როგორც დისკუსიის მსვლელობისას აღნიშნა, ის და მისი თაობა, „ეროვნული მოძრაობა“, იმდროინდელ საბჭოთა რეალობას რადიკალიზმით ებრძოდა.

„ ამ თაობის წარმომადგენლები ვართ და ვიყავით ძალიან აქტიური ადამიანები იმ პერიოდში და სამწუხაროა, რომ რეალურად ქართულ საზოგადოებაში არ გაცნობიერებულა, კრიტიკულად არ შეფასებულა ის პერიოდი. ბევრი შეკითხვა არსებობს და ამ კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება. ახალმა თაობამაც, ალბათ, უნდა იცოდეს იმ პერიპეტიების თაობაზე, რა მოტივაცია ჰქონდა მაშინდელ ახალგაზრდობას, როდესაც ის საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა და რას ხედავდა ამ თავისუფლებაში“- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლიზა მეტრეველი ამბობს, მისთვის დისკუსია საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ მას კიდევ ერთხელ მოუწია იმაზე დაფიქრება, თუ რა დამოკიდებულება აქვს ახლანდელ თაობას იმდროინდელ მოვლენებზე და მართლაც, არის თუ არა გათავისუფლებული ახლანდელი თაობა საბჭოთა კავშირის კლიშეებისაგან.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary