სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში წიგნის ,,მოდა. ილუსტრირებული ისტორია“ პრეზენტაცია შედგა.
მთარგმნელ თეა ბაკურაძის თქმით, მოდის ილუსტრირებული ისტორია ხალისიანი, ლაღი ენით მოუთხრობს მკითხველს, როგორ იცვლებოდა ადამიანის გარეგნობა და ჩაცმულობა უძველესი დროიდან დღემდე, გულფიკიდან - მაკარონულ სტილამდე, კორსეტიდან - 1960-იანი წლების ფუტურისტულ სამოსამდე.
როგორც წიგნის რედაქტორი რუსუდან გორგაძე ამბობს: „წიგნი არის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი, მკითხველი ბევრ რამეს გაიგებს მოდის სამყაროში: მოდის ისტორიას, როგორ დაფუძნდა და როგორ განვითარდა მოდა. ჩემი აზრით, ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს და ვიმედოვნებ, ყველას სახლში დაიმკვიდრებს ადგილს.