ახალი მიდგომა ბუნებისმეტყველების სწავლებაში
14 ნოემბერი, 2013
ილიაუნიში დოქტორ მაკდონალდის ლექცია გაიმართა ბუნებისმეტყველების სწავლებაში კვლევითი და კონსტრუქტივისტული მიდგომის გამოყენების შესახებ.

ლექციაზე განიხილეს ბუნებისმეტყველების სწავლების ტრადიციული და კონსტრუქტივისტული მოდელები და ამ ორ მიდგომას შორის არსებული განსხვავებები. ასევე დოქტორ მაკდონალდმა მსმენელებს შესთავაზა რჩევები, თუ როგორ უნდა მოხდეს ბუნებისმეტყველების ნებისმიერი საკითხის ადაპტირება გაკვეთილზე კვლევითი და კონსტრუქტივისტული მიდგომების კომბინირებით. 

ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების მიმართულების სტუდენტები და დოქტორანტები, ასევე მიწვეულნი იყვნენ თბილისის საჯარო სკოლის მასწავლებლები. 

დოქტორ მაკდონალდი არის დეტროიტ მერსის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას აქვს 20-წლიანი მოღვაწეობის გამოცდილება განათლების სფეროში, ასწავლიდა ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდოლოგიასა და პრაქტიკულ კვლევას მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005 წლის აპრილში მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ მაკდონალდი აღიარებულ იქნა, როგორც სამაგალითო პრაქტიკოსი პედაგოგი. დოქტორ მაკდონალდი ასწავლის და მოხსენებებს აკეთებს ინგლისში, იაპონიაში, ჩინეთში, ბრაზილიასა და უკვე საქართველოშიც. 

ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა მარიკა კაპანაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ამ სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი პროფესორებისა თუ სტუდენტებისთვის. 

თბილისის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მარინა ჩიქოვანმა კი ხაზი გაუსვა მასწავლებლებისთვის პრაქტიკული მეთოდებისა და რჩევების გაზიარებას თავად ამ სფეროში მოღვაწე პროფესორის მხრიდან და მომავალში მსგავსი სახის ღონისძიებების გამართვის სურვილი გამოთქვა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary