საფრანგეთის დიპლომატიური დღე
14 ნოემბერი, 2013
საფრანგეთის დიპლომატიური დღე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დავითიანის" ოფისში საფრანგეთის დიპლომატიური დღე გაიმართა.

პრეზენტაცია ფრანგული უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ანან ლოლუამ ჩაატარა. მან საფრანგეთში სწავლის უპირატესობაზე ისაუბრა. როგორც ანა ლოლუამ აღნიშნა, საფრანგეთში არის სასწავლებელთა სიმრავლე და პროგრამების მრავალფეროვნება, სწავლის მაღალი ხარისხი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი, თანაბარი პირობები ფრანგი და უცხოელი სტუდენტებისთვის. 

"როგორც სტუდენტს, საფრანგეთში გექნებათ ძალიან ბევრი შეღავათი" - აღნიშნა ანა ლოლუამ.

საფრანგეთში არის სამსაფეხურიანი სწავლება, ხოლო ბაკალავრიატი არის სამწლიანი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სქემა, თუ როგორი სწავლის პრინციპია საფრანგეთში.

საფრანგეთში სწავლის გაგრძელების ეტაპებია: სასწავლო პროგრამის შერჩევა, საუნივერსიტეტო ჩაწერა, სწავლის დაფინანსება და ვიზა. სწავლის დაფინანსება მოიცავს საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიებს, მუშაობას სწავლის პარალელურად, დოქტურანტურის დაფინანსებას, ევროპის კოლეჯის სტიპენდიებს და ა.შ. 

გიორგი ელიაძე საფრანგეთში სწავლობდა. მისი თქმით, იქ სწავლის მაღალი დონეა და სტუდენტს საშულება აქვს, ჩამოყალიბდეს ნამდვილ პროფესიონალად. არის დასაქმების პერსპექტივა სწავლასთან ერთად. ასევე კარგი სწავლის შემთხვევაში საერთაშორისო სტუდენტებს აქვთ დაფინანსება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary