კანის ფესტივალზე გამარჯვებული ქართველის ტრენინგი ახალგაზრდებისათვის
16 ნოემბერი, 2013
კანის ფესტივალზე გამარჯვებული ქართველის ტრენინგი ახალგაზრდებისათვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ტრენინგების კვირეული გაიმართა თემაზე - ,,სარეკლამო სფერო’’ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის (FESC) ორგანიზებით.

ტრენინგის ბოლო დღემ წარმატებით ჩაიარა, სტუდენტებს ესაუბრა სარეკლამო სააგენტო ,,JWT მეტრო’’-ს კრეატივ დირექტორი გიორგი პოპიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ის არის ერთადერთი ქართველი, რომლის ნამუშევარმაც კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა.

გიორგი პოპიაშვილმა პრეზენტაციაში გამოყო ის მთავარი საკითხები და საშუალებები, რაც საქართველოსა და უცხოური რეკლამირების დონეს განასხვავებს. მათ შორის უმთავრესი და ფუნდამენტური განსხვავება მისი აზრით არის ის, რომ საქართველოში არ არის სპეციალიზებული სასწავლებლები, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად შეისწავლონ ეს სფერო. ევროპაში აქვთ რესურსი, ჩვენ კი უნდა გვესმოდეს, რომ საკუთარი უნიჭობისა და სიზარმაცის გამართლება არ შეიძლება მხოლოდ იმით, რომ საქართველოში არ არის რესურსი. თუმცა, ესეც გასათვალისწინებელია მოტივაციისათვის. საქმის სიყვარული, შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, თუმცა, გიორგის აზრით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

,,აუცილებლად ყველაფერში არსებობს გამოსავალი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სიტუაციაშიც არსებობს გზა, რომლითაც შეგვიძლია განვვითარდეთ, წინ წავიდეთ, დავეწიოთ და გავუსწროთ კიდეც განვითარებულ ბაზრებს და ქვეყნებს, მე მაინც მჯერა, რომ გამოსავალი საქმის სიყვარულშია, ეს არის ის ძალა, რომელიც ყველაფერს გადაგვალახინებს’’ - განაცხადა გიორგი პოპიაშვილმა.

მან სტუდენტებს საკუთარი ნამუშევრები აჩვენა და განუმარტა, რომ სიახლისკენ სწრაფვა, ახლის ძიება, ახალი მოტივაცია, საქმისადმი სიყვარული და დიდი შრომა დაეხმარა მას ამ ყველაფრის მიღწევაში.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, გიორგი დასაფასებელი პიროვნებაა და მისი ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა გადამდებია სტუდენტებისათვის, მოხარული ვიქნები თუ კიდევ ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები’’ - განაცხადა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით ძამსაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary