„ბიგ ბენდის“ საქველმოქმედო კონცერტი
20 ნოემბერი, 2013
„ბიგ ბენდის“ საქველმოქმედო კონცერტი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით თბილისის მერიის "Big Band"-ის საქველმოქმედო სოლოკონცერტი გაიმართა 25 წლის ტატო ბიწაძის დასახმარებლად, რომელსაც მძიმე დაავადება აღმოაჩნდა და ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება.

კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მომღერლები, მათ შორის: მაია ბარათაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, მარი პავლიაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ბორის ბედია, ალეკო ბერძენიშვილი და ზაურ შავგულიძე.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მსვლელობის პერიოდში შეგროვებული თანხა მთლიანად ტატო ბიწაძის მკურნალობას მოხმარდება. თათა ბეჟაშვილი, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის წევრი და პროექტის ორგანიზატორი აღნიშნავს, რომ: „"Big Band"-ის მოწვევა სტუდენტების სურვილი იყო და შევეცადეთ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა და ამ კონცერტის საშუალებით ტატო ბიწაძეს დავხმარებოდით“.

საღამოს რეპერტუარმა და კონცერტის იდეამ მოწონება დაიმსახურა მაყურებლებშიც. თსუ-ს სტუდენტმა გიორგი გელაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „ძალიან კარგი საღამო იყო, სადაც ისმოდა ხარისხიანი მუსიკა დ ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ამ კონცერტის საშუალებით ჩვენ შევეცადეთ ტატო ბიწაძეს დავხმარებოდით“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary