ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დასკვნითი კონფერენცია
21 ნოემბერი, 2013
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დასკვნითი კონფერენცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს პროექტის ,,ხარისხის უზრუნველყოფისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში” დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელმა თომას ბლექმა გახსნეს. კონფერენციაზე შეაჯამეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და წარმოადგინეს სასწავლო ფილმი მოდულური პროგრამების შემუშავების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2012 წლის სექტემბრიდან ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,ხარისხის უზრუნველყოფისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში”. აღნიშნული პროექტის ავტორია იტალიური ორგანიზაცია ,,IFOA”. 

პროექტის ფარგლებში: შემუშავდა პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია 2013-2020 წლებისთვის; ევროპული ე.წ DACUM-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად, გადაიხედა პროფესიული სტანდარტები თხუთმეტ მიმართულებაში; შემუშავდა მოდულურ პროგრამაზე გადასვლის კონცეფცია და დამხმარე მასალები; დამასქმებელთა უშუალო მონაწილეობით, შემუშავდა საწარმოო პრაქტიკის განხორციელების გზამკვლევი და კურსდამთავრებულთა გამოკითხვის კითხვარები; შემუშავდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოები, როგორც თვითშეფასებისთვის, ასევე გარე შეფასებისთვის და სხვა.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული პირების გადამზადებას ყველა მიმართულებაში. სულ გადამზადდა პროფესიული სასწავლებლებისა და ორგანიზაციების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ევროკავშირისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary