მთვარის მუზეუმი
21 ნოემბერი, 2013
მთვარის მუზეუმი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სამხატვრო აკადემიაში რაუშენბერგის გალერიის დირექტორმა ჯეიდ დელინჯერმა სტუდენტებს თავისი საკურატორო გამოცდილებისა და რაუშენბერგთან ურთიერთობის შესახებ მოუთხრო.

გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმისა და დისკუსიის მთავარი თემა იყო „მთვარის მუზეუმი“. 

ფილმში მოთხრობილია ამბავი ჩიპის შესახებ და მონაწილეობას თავად ჯეიდ დელინჯერიც იღებს. ეს არის ტელეშოუსთვის შექმნილი მასალა. 

ექვსი მხატვრის ნამუშევარი, რომელიც განთავსებულია პატარა ჩიპზე. ის დამზადდა დენის ლაბორატორიაში, არის კერამიკული ფილისგან შექმნილი და ჩაწერილია მასზე ინფორმაცია. ეს არის ძალიან პატარა ნივთი, რომელშიც განთავსებულია მუზეუმი. იდეა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიბადა.

„ეს ტელეპროგრამა ძალიან პოპულარულია ამერიკაში. ეს იყო ჩემი სამსახიობო დებიუტი და მომიხდა მეთამაშა თითქოს არაფერი ვიცოდი "მთვარის მუზეუმის" შესახებ. ჟურნალისტს გადავეცი ჩიპი და მას თავად უნდა გამოეძიებინა ყველაფერი“ - ამბობს დელინჯერი. მთვარის მუზეუმის ჩიპის ისტორია 40 წლის განმავლობაში საიდუმლო იყო.


პირველად გამოფენა გაიმართა ტამპაში, შემდეგ - ჰიუსტონში, ნასას ბაზაზე და ასევე - საფრანგეთში. საქართველო შემდეგი ქვეყანაა.

გამოფენა 10 დეკემბრამდე გრძელდება ეროვნულ გალერეაში და „მთვარის მუზეუმთან“ ერთად გამოფენილია ქართველი მხატვრების ნამუშევრებიც, რომლებიც ამ თემას ეძღვნება. ჯეიდ დელინჯერს სურს, ეს ნამუშევრები გამოიფინოს ასევე რაუშენბერგის გალერეაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary