,,6 პიესა’’ და თამაზ ბაძაღუას გახსენება
22 ნოემბერი, 2013
,,6 პიესა’’  და თამაზ ბაძაღუას გახსენება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტისა და დრამატურგის თამაზ ბაძაღუას წიგნის ,,6 პიესა" წარდგენა გაიმართა.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დამწყებმა მსახიობებმა რამდენიმე ლექსი წაიკითხეს თამაზ ბაძაღუას ლექსების კრებულიდან ,,100 ლექსი". წიგნის პრეზენტაციაზე თამაზ ძაბაღუას მოღვაწეობაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისგან მოესმინათ ნაწარმოებების რეცენზია.

,,რა აიძულებთ ადამიანებს, შეეგუონ ტირანიას? რა აიძულებთ მათ, თავი დაუხარონ უსამართლობასა და სისასტიკეს? თამაზ ბაძაღუას აზრით, ეს სამარცხვინო შიშია, რომელიც ადამიანს თრგუნავს, სახეს აკარგვინებს და ყოველგვარ უსამართლობასთან შეაგუებს" - ნათქვამია მაია ჯალიაშვილის რეცენზიაში.

ღონისძიებას მწერალთა კავშირის წევრები, უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები დაესწრნენ. თამაზ ბაძაღუა მისმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაიხსენეს.

,,პირადად მე, ყველა მისდამი მიძღვნილ საღამოს ვესწრები იმ იმედით, რომ მის რეალურ სახეს კვლავ დავინახავ. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია აღწერილი მისი სულიერი სამყაროსი. ის ღიმილი, ის სიცოცხლე, ის ხალისი, რისი მატარებელიც ის იყო, ჯერ ვერსად დავინახე. რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში არა მარტო საქართველოში და მივიჩნევ, რომ თამაზი ყველაზე ნიჭიერი და განუმეორებელი პიროვნება იყო, ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი შემოქმედება დატოვა"- განაცხადა თამაზ ბაძაღუას მეგობარმა შადიმან შამანაძემ.

წიგნი გამომცემლობა ,,ინტელექტში" დაიბეჭდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary