ექსპოზიცია თსუ-ს მუზეუმში
25 ნოემბერი, 2013
ექსპოზიცია თსუ-ს მუზეუმში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის მუზეუმში ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის სერგი დანელიასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სერგი დანელიას 125 წლისთავს მიეძღვნა, სადაც წარმოდგენილი იყო პირადი ნივთები, სურათები, მიმოწერა, წიგნები და ნაშრომები.

ღონისძიების ორგანიზატორი და იდეის ავტორია იგორ კეკელიაა, რომელმაც შეკრიბა ქართველი ფილოსოფოსის ნივთები საექსპოზიციოდ.

„ გული მწყდებოდა, რომ ასეთი ნიჭიერი კაცის სახელი იკარგებოდა, მისი ძალიან ბევრი ნივთიც დაკარგული იყო, მაგრამ კეთილმა ადამიანებმა მომაწოდეს და ასე შეგროვდა ეს ექსპონატები“-აღნიშნა იგორ კეკელიამ.

გამოფენა ფილოსოფიის სამეცნიერო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary