25 წლის ხელოვანი ზურა ბალანჩივაძე საზოგადოების ნაწილმა ტელეგადაცემა ,,ნიჭიერის" საშუალებით გაიცნო.
ჟიურისა და მაყურებლის წინაშე უცნაური ნიჭით - საოპერო არიების სტვენით წარდგა. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო დარბაზში 18 ნოემბერს ზურა ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. ხოლო დღეს გამოფენა დაიხურა. ზურა ბალანჩივაძემ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და იყო თსუ-ს სხვენის თეტრალური დასის წევრი: "რაც შეეხება გამოფენას, მიზანი საკუთარი თავის წარდგენაა საზოგადოების წინაშე. გაიყიდა 4 ნახატი, თბილისში ჩემი ნამუშევრების პირველი გამოფენაა".
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გამოფენილი იყო დაახლოებით 30 სხვადასხვა სტილში შესრულებული ნამუშევარი.