საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ტემპუსის“ ფარგლებში სემინარი იმართება
02 დეკემბერი, 2013
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სემინარი გაიხსნა სახელწოდებით "უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმოებასთან".

მისი მიზანია ,,უნივერსიტეტის წარმოებასთან თანამშრომლობის საინოვაციო ცენტრის" მუშაობის, ფუნქციონირების, პერსიონალის შერჩევისა და ფინანსების მოზიდვის საკითხების განხილვა. 

პროექტი სამი წელია მიმდინარეობს ,,ტემპუსის", ანუ ევროგაერთიანების პროგრამის ხელშეწყობით და ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, ევროპული სტანდარტების დანერგვას, თანამედროვე სასწავლო პროგრამების შემუშავებას, უახლესი სასწავლო ლიტერატურით მომარაგებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას, უნივერსიტეტების მენეჯმენტის გაუმჯობესებას, საუნივერსიტეტო რეფორმას, ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას, უნივერსიტეტის ბაზაზე არააკადემიური კადრების მომზადებას და სხვა აქტივობებს. 

სემინარის პირველი დღე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორმა ლევან კლიმიაშვილმა გახსნა, ხოლო სემინარებს, რომლებიც 6 დეკემბრამდე გაგრძელდება, პროექტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ედიბერიძე და ბელგიელი პროფესორი კრის ვან კეერი წარუძღვებიან.
.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary