ნინო ზაალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა
02 დეკემბერი, 2013
ნინო ზაალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სამხატვრო აკადემიაში ნინო ზაალიშვილის გამოფენა გაიხსნა. გამოფენასთან ერთად ნინო ზაალიშვილის წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.

"მას სურდა, გამოევლინა მიკარგული მხატვრები და ამიტომ ვერ იცლიდა საკუთარი თავისთვის, დღევანდელი დღე არის ფერისა და ხაზის ზეიმი" - განაცხადა ზურაბ მანდარატმა, ნინო ზაალიშვილის მეგობარმა.

ემზარ კვიტიშვილმა ისაუბრა წიგნებზე "ანამარია" და "ჭიამაიას ჭრელ-ჭრელი ამბები": "ჩემთვის სასიამოვნოდ მოულოდნელი იყო ეს წიგნი, თავიდან ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ შედეგმა გამაოცა, მან არაჩვეულებრივად იცის მუსიკა, მხატვრობა და ბავშვის ფსიქოლოგია".

გამოფენაზე იმყოფებოდნენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები. გამოფენილი იყო ყველა მისი ნამუშევარი და წიგნი.

"დღეს ნინოს სული აკადემიას დაუბრუნდა, იმ აკადემიას, რომელსაც შესწირა თავისი ნიჭი და სიცოცხლე" - აღნიშნა აკადემიის პედაგოგმა ნანა კიკნაძემ.

ასე მაშტაბურად ნინო ზაალიშვილის პერსონალური გამოფენა ჯერ არ ყოფილა და მის ხსოვნას მიეძღვნა.

გამოფენა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ყველა მსურველს შეეძლება დათვალიერება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary