პროფესიულ ცენტრში „სპექტრი“ შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03 დეკემბერი, 2013
პროფესიულ ცენტრში „სპექტრი“ შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ კოლეჯ "სპექტრს" ეწვია.

მისი განცხადებით, შედგენილია უნივერსალური დახმარების გეგმა, რაც გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას, რათა მათ სრულად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

"წელს პირველად მოხდა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს შეუძლიათ, აირჩიონ პროფესია საკუთარი შესაძლებლობისა და ინტერესის ანალიზის საფუძველზე. ვფიქრობ, რომ ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გასაკეთებელი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა სასწავლებელში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა. სამინისტროს ეხმარება ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო. ამ დახმარების ფარგლებში შედგენილია უნივერსალური დახმარების გეგმა, რაც გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის სპეციალური ადაპტირებული გარემოს შექმნას, რათა მათ სრულად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, დაეუფლონ იმ პროფესიას, რაც შემდგომში საზოგადოებაში სათანადო ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება" - აღნიშნა ქეთევან ნატრიაშვილმა.

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კოლეჯში ლევან თეთვაძის ფილმის "როგორ ინგრევა კედელი" ჩვენება გაიმართა. "სპექტრში" სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო გარემო, სადაც ფილმის ჩვენების შემდეგ სტუდენტებს შეეძლოთ, თავიანთი ემოციები და შთაბეჭდილებები წერილობით ან ჩანახატის საშუალებით გადმოეცათ.

პროფესიული ცენტრის ხელმძღვანელის მათე ტაგიძის ქმით: "ჩვენ ხლა ნორვეგიელებთან ერთად ვმუშაობთ, რათა მომავალი წლიდან გვქონდეს სტუდენტური საცხოვრებელი, კეთდება ლიფტები მთლიან სასწავლო კორპუსზე, გარდა ამისა, მოეწყობა გამწვანება და მთლიანობაში შეიქმნება უნივერსალური გარემო. მომავალ წელს ჩვენ შეგვეძლება გაცილებით მეტი სტუდენტის მიღება, ვიდრე მივიღეთ წელს, თუმც,ა მთლიანობაში 51 ადამიანი ეუფლება პროფესიულ სწავლებას, რაც არ არის მცირე. მათი სრული დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მიერ".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary