გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თორნიკე ზურაბაშვილის ლექცია საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაეროს ზოგადი განმარტებით დაიწყო.
მან დაწვრილებით ისაუბრა გაეროს ჰუმანიტარული დახმარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.
თორნიკე ზურაბაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 73 ქვეყნის 100 მილიონ ადამიანს აწვდის საკვებს. მისი მეშვეობით მსოფლიოს 58%-ს უტარდება ვაქცინაცია. ის ეხმარება 34 მილიონ დევნილს და 50 ქვეყანას არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში.
თორნიკე ზურაბაშვილმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ხდება გაეროში საკუთარი ქვეყნის წარდგენა. ის გაეროში საუბრობს შემდეგი პრობლემების შესახებ: დასაქმების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, განათლების ხარისხის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი ხალხის, დევნილი ახალგაზრდების პრობლემებზე.
შეხვედრის დასასრულს თორნიკე ზურაბაშვილმა ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა და რჩევებიც გაუზიარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.