ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვარის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი ხორციელდება
03 დეკემბერი, 2013
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვარის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი ხორციელდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მაია მიმინოშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და განათლების სფეროს ექსპერტებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტის გაცნობა იყო. პროექტის მიხედვით, იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილებების შედეგად, ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებიც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის საფეხური, მაგრამ მიახლოებული ქულა მიიღეს. პროექტის მიხედვით, ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი გახდება ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის მხოლოდ 3 ქულით გაზრდის შემთხვევაშიც. 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დვალმა განაცხადა, ზღვრის გადალახვა მოხდება არა ნედლი ქულით, არამედ გაიგივებული ქულით, როგორც უნარებში, ასევე სხვა საგნებშიც. 

მაია მიმინოშვილის განმარტებით, რამდენიმე სიახლეა ერთიან ეროვნულ გამოცდებში. რაც შეეხება ცვლილებას კომპეტენციის მინიმალურ ზღვარზე, მასზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary