კონკურსი ახალგაზრდა შემოქმედთათვის
05 დეკემბერი, 2013
                 კონკურსი ახალგაზრდა შემოქმედთათვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სამხატვრო აკადემიაში შეხვედრა მოეწყო სტუდენტებსა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საკონკურსო წევრებს შორის.

კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა. 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში განთავსდება.

შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა წარმოადგინა მემორიალის ესკიზური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის საკონკურსო დოკუმენტაცია. 

როგორც კომისიის თვმჯდომარემ პრეზენტაციაზე განაცხადა, კონკურსში დასარეგისტრირებლად საჭიროა, რომ მონაწილეობის მსურველმა მემორიალის ესკიზის წარმოდგენასთან ერთად გადაიხადოს 50 ლარი, რაც ერთგვარ შეფერხებას შესაძლოა ქმნიდეს. თუმცა, მისივე თქმით, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურდიული პირი, მას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი ავალდებულებს გარკვეული თანხის დაწესებას კონკურსის ჩასატარებლად.

კომისიის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრები და დოკუმენტაცია 20 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც შეიკრიბება კომისია და გამარჯვებულიც გამოვლინდება. ესკიზის რეალიზებისთვის გათვალისწინებულია 30 000 ლარი, ხოლო გამარჯვებული ჰონორარის სახით მიიღებს 4 000 ლარს.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტის მირიან ლაბაძის თქმით, გამოცხადებული კონკურსი საინტერესო და შემოქმედებითია: "თუმცა, სასურველი იქნებოდა, მასში მონაწილეობის მიღება უფასო ყოფილიყო. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი თავს შეიკავებს კონკურსში რეგისტრაციისთვის დაწესებული თანხის გამო, მონაწილეობის მიღება რომ უფასო ყოფილიყო, მეტი კონკურსანტი იქნებოდა და მეტი იდეაც წამოვიდოდა".

კომისია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებითაა შექმნილი, სულ 17 წევრისაგან შედგება. მათგან უმრავლესობა ხელოვნებათმცოდნეა, ნაწილი კი - არქიტექტორი, მოქანდაკე და ისტორიკოსი. კომისიის ერთ-ერთი წევრია უნივერსიტეტის სტუდენტიც ასტამურ ჯიხვაშვილი.

ზურაბ გაიპარაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დიდია დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან, რაც მნიშვნელოვანი და სასიხარულოა: ,,მისასალმებელია, რომ თავად იდეა ამ მემორიალის დადგმისა უნივერსიტეტის სტუდენტობიდან წამოვიდა. სასიხარულოა, რომ დღევანდელი ახალგაზრდობისთვის ასე მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობა, მის დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი თუ მოვლენა და იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებიც სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary