სერგი კაპანაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე
05 დეკემბერი, 2013
სერგი კაპანაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა" დისკუსია გამართა თემაზე – "უკრაინაში განვითარებული მოვლენები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები ვილნიუსის სამიტის შემდგომ პერიოდში".

მიწვეული სტუმარი იყო საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი, თსუ–ს ასოცირებული პროფესორი სერგი კაპანაძე. "უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ხშირად ძალიან მარტივად აფასებენ. ერთი მხრივ, თითქოს იანუკოვიჩმა გაყიდა უკრაინა, მეორე მხრივ - რუსეთის ზეწოლა. მე ვფიქრობ, ეს პრობლემა კომპლექსურად უნდა განიხილოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი დეკლარირებულად დაჩქარდა იანუკოვიჩის დროს. დღეს პრაქტიკულად უკრაინა დეფოლტის პირასაა, რადგან ის საგარეო ვალშია, რომლის დიდი წილიც რუსეთისაა და ქვეყნის რეზერვის ნახევარი დახარჯულია. იანუკოვიჩმა თქვა, რომ ქვეყანას 180 მილიარდი ევრო სჭირდება "რეაბილიტაციისთვის", როდესაც საქართველოსთვის, 2008 წლის ომის შემდეგ 5 მილიარდი დოლარი საკმარისი იყო ეკონომიკისათვის. ეს დემონსტრაციები ან ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს, ან იანუკოვიჩის გადადგომას. თუ არ მოხდება დიალოგი, შესაძლოა, გახლეჩა მოხდეს ან საზოგადოების დონეზე დაპირისპირება" - მ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary