გიორგი გაგოშიძის წიგნის პრეზენტაცია
06 დეკემბერი, 2013
გიორგი გაგოშიძის წიგნის პრეზენტაცია  ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ბუქსითიში"-ში გიორგი გაგოშიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის წარდგენას წინ ახლდა დადგმა, თემიდან გამომდინარე ავტორმა ფლეშმობი მოაწყო.

წიგნის სახელწოდებაა "ესტაკადა 57". "ბუქსითიში"-ში პატარა ვიდეოს ჩვენება გაიმართა, სადაც გიორგი იყო ასტრონავტის კოსტიუმით და საუბრობდა კოსმოსიდან. სწორედ ამ დროს გარეთ ავტოავარია მოხდა და ის ასტრონავტის კოსტიუმით წარდგა სტუმრების წინაშე. მან ეს წიგნი ევროპაში მოგზაურობის დროს დაწერა ხელით და კალიგრაფია ყველა ეგზემპლარში მისია. წიგნი ასევე გაფორმებულია ნახატებით. 

"კოსმოსი არის საუკეთესო მეტაფორა მოგზაურობის, იმიტომ, რომ ნებისმიერი მოგზაურობა, შენს თავში მოგზაურობით იწყება, პლანეტები მოგზაურობენ დიდი პლანეტების გარშემო და ასევე თავიანთი ღერძის გარშემო"- განმარტა გიორგი გაგოშიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary