გიორგი ბაქრაძის ლექცია მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაზე
07 დეკემბერი, 2013
გიორგი ბაქრაძის ლექცია მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტში გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "მსოფლიო ეკონომიკის ისტორია".

ლექცია ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსის ორგანიზებით ჩატარდა

გიორგი ბაქრაძემ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი და ეტაპი განიხილა, რამაც მსოფლიო ეკონომიკური პროგრესი გამოიწვია. აგრეთვე ახსნა შესაძლო მიზეზები, რომლებმაც ბზარი გააჩინ ევროპასა და აზიას შორის და ასეთი მკვეთრი განსხვავება გამოიწვი ეკონომიკური თვალსაზრისით. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, დაესვათ კითხვები სხვადასხვა თემაზე.

,,რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა. ჩვენი ქვეყანა არის გასაყარზე და ძალიან კარგი კვანძი შეიძლება გამოვიდეს. თუნდაც ის, რომ ჩვენ დიდი სატრანსპორტო პოტენციალი გვაქვს, რასაც ნაწილობრივ ვიყენებთ, მაგალითად, ნავთობსადენები ან თუნდაც გაზსადენები, მაგრამ შეგვიძლია, ეს უფრო გავაფართოვოთ. ფოთში დაიწყო პორტის გაღრმავება, რადგან დიდი გემები ვერ ახერხებდნენ შემოსვლას. პორტი თუ გაღრმავდა და ავტობანი მივიდა იქამდე, ეს ჩვენს გამტარობას სერიოზულად გაზრდის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტურისტული პოტენციალი, ექსრემალური სპორტის მოყვარულთათვის შესაძლებობა გვაქვს, განვავითაროთ სპორტის სახეობები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და სტაბილური საბანკო სისტემა. საქართველოს ბანკი არის რეგიონში ერთადერთი ბანკი, რომელიც მოღვაწეობს ლონდონში" - აღნიშნა გიორგი ბაქრაძემ.

,,ჩვენი ალიანსი გეგმავს, მიაწოდოს ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია დიპლომატიის შესახებ, უფრო ფართო სპექტრით წარმოვაჩინოთ მისი სახე. ჩვენ ვითვალისწინებთ სტუდენტების მოთხოვნას და მათი სურვილისამებრ ვმართავთ საჯარო ლექციებს აქტუალურ თემებზე, ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტები სტუდენტებისა და ახალგაზრდებისათვის" - განაცხადა ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსის დამფუძნებელმა ლაშა ბახუტაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary