საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნისა" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი კონკურსის "წიგნის მეგობრები" ფინალური ეტაპი გაიმართა.
გუნდებმა წინასწარ შერჩეულ ნაწარმოებზე დადგმული მინისპექტაკლები წარმოადგინეს.
კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა. ორივე კატეგორიაში გამარჯვება რუსთავის მე-11 სკოლის გუნდებმა "მწიგნობარი" და "ლაზარე" მოიპოვა.
ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური პრიზები "წიგნის მეგობრებისგან". გამარჯვებული გუნდები კი დაჯილდოვდნენ ათდღიანი საგზურით ფშავ–ხევსურეთში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის სხვადასხვა ბიბლიოთეკისა და სკოლის დირექტორები, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები.
"წიგნის მეგობრები" მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისა და გამომცემლობა "დიოგენეს" ინიციატივას 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადების გამო შეუერთდნენ.
აღნიშნული პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით ხორციელდება. კონკურსი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და წელიწადში ერთხელ ჩატარდება. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.