გაეროს მსოფლიო გამოკითხვა “ჩემი სამყარო”
08 დეკემბერი, 2013
გაეროს 2015 წლის შემდგომი განვითარების პრიორიტეტებზე “დავითიანნის“ ოფისში გაეროს განვითარების პროგრამის ახალგაზრდული საკითხების კოორდინატორმა ხათუნა სანდროშვილმა ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, გაცნობოთ, რას ვაკეთებთ ჩვენ და გავიგოთ, რა გსურთ თქვენ“ - აღნიშნა ხათუნა სანდროშვილმა.

არსებობს ვებ–გვერდი, სადაც ჩამოთვლილია 16 პრიორიტეტი: თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის; იმ პირთა მხარდაჭერა, რომელსაც მუშაობა არ შეუძლია; ტყეების, მდინარეებისა და ოკეანების დაცვა; ხელმისაწვდომი და სრულფასოვანი საკვები; ხარისხიანი განათლება; პოლიტიკური თავისუფლებები; დისკრიმინაციისა და დევნისგან თავისუფლება; სამუშაო ადგილების გაზრდა; კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობა; სატრანსპორტო სისტემისა და გზების მდგომარეობის გაუმჯობესება; სუფთა წყლისა და კანალიზაციის ხელმისაწვდომობა; ჯანდაცვის გაუმჯობესება; ტელეფონისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომლობა; პატიოსანი და პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა; სახლების ეფექტიანი ენერგომომარაგება; დანაშაულის და ძალადობის დაცვა. ჩამოთვლილთაგან შეირჩევა თითოეული მოქალაქის აზრით, მისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

კვლევა წლის ბოლოს დასრულდება და პასუხების მიხედვით მთავრობის სურვილის შესაბამისად შემუშავდება შესამამისი მეთოდები, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary