მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ ქუთაისში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა
11 დეკემბერი, 2013
მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ ქუთაისში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს საჯარო ლექცია მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ წაუკითხა. ლექცია შემდეგ თემებს მოიცავდა: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დისკრიმინაცია, პლაგიატიზმი და ის საკითხები, რომლებიც ჟურნალისტიკაში ყველაზე მწვავედ დგას.

,,დღეს რისი სერიოზული დეფიციტიც არის ჩვენში, ეს არის მაღალეთიკური ჟურნალისტიკა და კარგია, რომ სტუდენტებთან ამ საკითხის ირგვლივ მიწევს საუბარი“ – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

სტუდენტები პოლემიკაში აქტიურად ჩაერთნენ, საკითხის ირგვლივ საინტერესო კითხვები დაისვა.

,,ძალიან საინტერესო ლექცია იყო. ბევრი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ. მომავალი ჟურნალისტი და მით უმეტეს უკვე შემდგარი ჟურნალისტი, უნდა აცნობიერებდეს, თუ რას ნიშნავს ჟურნალისტური ეთიკა, რა არის მისი არსი. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩამოვყალიბდეთ ნამდვილ პროფესიონალებად” – თქვა სტუდენტმა სერგო ელიავამ.

ლექციის ჩატარების ინიციატივა ზვიად ქორიძეს ეკუთვნის.




ავტორი - ლენა ბერუკაძე

წყარო - http://studpress.ge/?p=7368

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary