კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
12 დეკემბერი, 2013
კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი" სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკონსერვო ნაწარმის, ღვინოების, ხისა და თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, აგრარული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა,  პროფესიული განათლების სექტორით სტუდენტთა, დამსაქმებლთა და დონორი ორგანიზაციების დაინტერესება იყო


კოლეჯში დღეს სტუდენტების მიერ აშენებული საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. გამოფენის პარალელურად სხვადასხვა აქცია და სახალისო აუქციონი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობ ნებისმიერ სტუმარს ო.

სტუდენტთა ნამუშევრებს გაეცნენ და გამოფენა დაათვალიერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წევრმა ფერმერებმა, ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა, კოლეჯ "აისის" დამსაქმებლებმა.


მრავალპროფილიან კოლეჯში "აისი" 600-მდე სტუდენტი ეუფლება პროფესიას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary