მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება
14 დეკემბერი, 2013
მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით ხვალ დაგეგმილ აქციას 4 არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება.

ამის შესახებ "Front News"-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას მოითხოვენ. როგორც "მარო მაყაშვილის ქალთა საზოგადოების" წარმომადგენელმა ლიკა გამრეკელმა განაცხადა, ამაზე უარის თქმით ხელისუფლებამ იმედი გაუცრუა უამრავ პატიმარს და დაუკარგა რწმენა საზოგადოებას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის აღდგენისკენ ერთი ნაბიჯი მაინც გადაიდგმებოდა: "ამ აქციის მეორე მოთხოვნა სწორედ სამართლიანობის აღდგენაა. თუ ხელისუფლება უგულვებელყოფს საზოგადოებისა და ამომრჩევლის დაკვეთას და არ შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას კომისიის შექმნაზე, მაშინ აქციები პერმანენტული გახდება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ჩვენ გამოსვლებს გავაგრძელებთ".

ლიკა გამრეკელის თქმით, ქართველი ერი არავის შეარჩენს ღირსების აყრას, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვას ქართველი ერის ღირსება.


აქციას უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები: "მარო მაყაშვილის ქალთა საზოგადოება", "აგარანი", "ანტიკორუფციული კავშირი" და "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary