ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური მოძრაობა "ანტიპოდები"-ს ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "გლობალიზაცია - საქართველოს ადგილი გლობალურ რუკაზე".
ლექცია წაიკითხა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, უნდა შეიქმნას გარემო, სადაც თითოეულ ჩვენგანს ექნება მეტი რეალიზებისა და საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობა. საუბარი იყო ასევე ტურიზმისა და ავტომობილების ექსპორტზე, რომლის მაჩვენებელიც ამ ეტაპზე ყველაზე მაღალია საქართველოში.
ავტომობილების ექსპორტს ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ასევე კრიმინალური შემთხვევების შემცირებამ. "გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის" - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
"ეკონომიკური ჰაბი" - რეგიონული ცენტრი, რომლისთვისაც აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური ფუნქცია, ინფრასტრუქტურული გარემო, მოქნილი სახელმწიფო მექანიზმი, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანური რესურსები.
მომხსენებლმა ლაზიკის მშენებლობაზეც ისაუბრა. ლექციის დასასრულს გიორგი ვაშაძემ სტუდენტების კითხვებს უპასუხა.