საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-5 ფორუმი გაიხსნა
18 დეკემბერი, 2013
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-5 ფორუმი გაიხსნა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ექსპო ჯორჯიაში" საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-5 ფორუმი გაიხსნა.

ფორუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობენ ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე მომუშავე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები და ექსპერტები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. 

ღონისძიების ორგანიზატორმა, მშვიდობისა და განვითარების აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კაკულიამ ჩვენთან საუბარში ფორუმის მთავარი მიზნები გამოყო: ,,დღევანდელ ფორუმში მონაწილეობას იღებს 137 ორგანიზაცია, თითოეული მათგანი დღეს თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარადგენენ. ფორუმის მიზანია, ახლგაზრდულ ორგანიზაციებს შორის საქმიანობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მონაწილე ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდულ სფეროში არსებული სიახლეების, ფონდებისა და პროგრამების შესახებ".

ფორუმის გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2014 წელს ახალგაზრდობის მხარდაჭერის წლად აცხადებს: ,,ჩემთვის იყო აღმოჩენა, რომ საქართველოში არსებობს 160 ახალგაზრდული ორგანიზაცია, მე ვაცხადებ 2014 წელს ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერის წლად და მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა იყოს მოწოდებული და კონცეტრირებული, რათა ახალგაზრდობა უფრო მეტად იყოს ჩართული ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ეს პოლიტიკა თუ სხვა საქმიანობა".

მსგავსი ტიპის ფორუმების როლსა და მნიშვნელობაზე ,,თავისუფალ ასოციაციასთან" სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა ისაუბრა: ,,დღევანდენილი ფორუმი, პირველ რიგში, ემსახურება ახლაგზრდების ჩართულობას, აქტიურობას, ჩვენ გვინდა, რომ გავაერთიანოთ სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაცია, მაქსიმალურად იყოს კომუნიკაცია მათ შორის. ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, ცნობილი იყოს ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის და ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტები განავრცონ უკვე რეგიონებშიც. ამიტომ მნიშველოვანია, ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე, რაც არსებობს ახალგაზრდობაში და დავსახოთ ის გზები, რომლითაც გადავწყვეტთ ამ პრობლემებს".

შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო მთელი წლის საქმიანობა, რის შემდეგაც მოეწყო ამ ორგანიზაციების გამოფენა-პრეზენტაციები, მათ სტენდებზე წარმოადგინეს თავიანთი საქმიანობის მიზნები. ფორუმი ორ დღეს გრძელდება, მეორე დღის გეგმაზე სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ასანიძე გვესაუბრა და წარმოდგენილი ორგანიზაციების მრავალფეროვნებასაც გაუსვა ხაზი: ,,ფორუმი საკმაოდ მასშტაბურია, მონაწილეობს საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია, სტუდენტური, საერთშორისო, ეთნიკურ უმცირესობაზე და არაფორმალურ განათლებაზე მომუშავე და სხვა ორგანიზაციები. ხვალ გვექნება ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა, ორგანიზაციებს საშულება ექნებათ, წარმოგვიდგინონ თავიანთი რეკომენდაციები, ასევე გაიმართება ევროკავშირის ახალი პროგრამის პრეზენტაცია, სპეციალურად ამისთვის ჩვენი ევროპელი სტუმრებიც ჩამოდიან".

ფორუმში მონაწილე ერთ-ერთი ორგანიზაციის ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" საერთაშორისო მდივანმა თამთა უგულავამ გვითხრა, რომ წარმოდგენილი აქვთ საკუთარი ორგანიზაციის პრეზენტაცია, რომელსაც დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ და წამოჭრილ შეკითხვებსაც უპასუხებენ: ,,ჩვენი საერთო მიზანია, რომ მოხდეს თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციას შორის და ერთობლივად დავგეგმოთ სამომავლო პერპექტივები და საინტერესო პროექტები".



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary