"ივენთ ჰოლში" ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო "პოეტური საქართველო 2013"-ის დახურვა გაიმართა.
"პოეტური საქართველო 2013"-ის დახურვაში მონაწილეობდნენ: ზურა სალუქვაძე, ჯგუფები: "რეგიონი," "1/4" და "ფრანი." საღამოს გენერალური სპონსორი თბილისის მერია იყო. შოუს მუსიკალურად აფორმებდა DJ Qasra (ლაშა ქასრაშვილი). ღონისძიება ჯგუფმა "1/4" გახსნა. ბილეთების შედეგად შემოსული თანხის ნაწილი ლომისის წმ. გიორგის სახელობის მიუსაფარ ბავშვთა სახლს და 28 წლის გუგა კალანდაძეს გადაერიცხება, რომელსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება საზღვარგარეთ.
როგორც ერთ-ერთმა მსმენელმა ნინო ნაგლაძემ გვითხრა: "მოუთმენლად ველოდებოდი ამ საღამოს, ყველაფერი ძალიან ლამაზად არის გაკეთებული, მიხარია, რომ საქველმოქმედოა და მეც ჩემს წვლილს შევიტან მათ დასახმარებლად".
საღამოში მონაწილეობდა ოპერის მომღერალი მამუკა ლომიძე: "ამ პროექტში უკვე დიდიხანია ვიღებ მონაწილეობას, მსიამოვნებს ნებისმიერი სიმღერის შესრულება ზურა სალუქვაძის შესანიშნავ საღამოზე, რადგან ეს არის ჩემი მხარდაჭერა მისი პოეზიის მიმართ".
"პოეტურ საქართველოს" საფუძველი 3 წლის წინ ჩაეყარა. მან შემოიარა საქართველოს 25 ქალაქი, რომელშიც მონაწილეობდა "პოეტური საქართველოს" დამაარსებელი ზურა სალუქვაძე, ასევე "პოეტური საქართველოს" უცვლელი წევრი ოთიკო ანდრიაძე და თავისი ბენდი.