„პოეტური საქართველო 2013“-ის დახურვა
23 დეკემბერი, 2013
„პოეტური საქართველო 2013“-ის დახურვა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ივენთ ჰოლში" ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო "პოეტური საქართველო 2013"-ის დახურვა გაიმართა.

"პოეტური საქართველო 2013"-ის დახურვაში მონაწილეობდნენ: ზურა სალუქვაძე, ჯგუფები: "რეგიონი," "1/4" და "ფრანი." საღამოს გენერალური სპონსორი თბილისის მერია იყო. შოუს მუსიკალურად აფორმებდა DJ Qasra (ლაშა ქასრაშვილი). ღონისძიება ჯგუფმა "1/4" გახსნა. ბილეთების შედეგად შემოსული თანხის ნაწილი ლომისის წმ. გიორგის სახელობის მიუსაფარ ბავშვთა სახლს და 28 წლის გუგა კალანდაძეს გადაერიცხება, რომელსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება საზღვარგარეთ. 

როგორც ერთ-ერთმა მსმენელმა ნინო ნაგლაძემ გვითხრა: "მოუთმენლად ველოდებოდი ამ საღამოს, ყველაფერი ძალიან ლამაზად არის გაკეთებული, მიხარია, რომ საქველმოქმედოა და მეც ჩემს წვლილს შევიტან მათ დასახმარებლად".

საღამოში მონაწილეობდა ოპერის მომღერალი მამუკა ლომიძე: "ამ პროექტში უკვე დიდიხანია ვიღებ მონაწილეობას, მსიამოვნებს ნებისმიერი სიმღერის შესრულება ზურა სალუქვაძის შესანიშნავ საღამოზე, რადგან ეს არის ჩემი მხარდაჭერა მისი პოეზიის მიმართ". 

"პოეტურ საქართველოს" საფუძველი 3 წლის წინ ჩაეყარა. მან შემოიარა საქართველოს 25 ქალაქი, რომელშიც მონაწილეობდა "პოეტური საქართველოს" დამაარსებელი ზურა სალუქვაძე, ასევე "პოეტური საქართველოს" უცვლელი წევრი ოთიკო ანდრიაძე და თავისი ბენდი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary