„ეროვნული სასწავლო გეგმა – არსებული გამოწვევა და პერსპექტივები“
25 დეკემბერი, 2013
 „ეროვნული სასწავლო გეგმა – არსებული გამოწვევა და პერსპექტივები“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ქორთიართ მერიოტში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით კონფერენცია მოეწყო თემაზე - "ეროვნული სასწავლო გეგმა – არსებული გამოწვევა და პერსპექტივები".

კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება, როგორც დეპარტამენტის მიერ 2013 წელს განხორციელებული საქმიანობის, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნისა და განვითარების, მისი დანერგვის პრობლემატიკისა და მისი განვითარების პერსპექტივის შესახებ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მოადგილე ლია გიორგაძემ კონფერენციაზე აღნიშნა, ისინი განიხილავენ 2014–2024 წლის ზოგადი განათლების ახალ სტრატეგიას: "აქამდე ჩვენ ვიყავით ორიენტირებულები ზოგად სტრატეგიაზე, თუმცა, სტრატეგიული განვითარების ერთიანი ხედვა არ არსებობდა და მე, როდესაც განათლების განვითარების ერთიან ხედვაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ ზოგად განათლებას, არამედ სკოლის, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას". 

გარდა ამისა, კონფერენციაზე დონორების ხელშეწყობით განხორციელებული პროგრამების ანგარიშით დეპარტამენტის ექსპერტები წარდგნენ. დიდი ადგილი საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა ქვეყნების სასწავლო გეგმების შედარებით ანალიზსა და იმ კვლევით ტენდენციებს დაეთმო, რაც შემდგომში ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებისა და შემდგომი განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ლია გიორგაძის თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. 

"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმატიული სამოქმედო დოკუმენტი და პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გვქონდეს კარგი ეროვნული სასწავლო გეგმა". 

ღონისძიებას სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, სკოლების დირექტორები და მოქმედი პედაგოგები დაესწრნენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary