სომეხთა ეპარქიასთან არსებულ კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი გაიმართა.
მასში მონაწილეობა სომეხმა მოზარდებმა მიიღეს.
"დღეს არის ჩვენი მგალობელთა გუნდის მოზარდთა კონცერტი. წარმოდგენილია სულ ჩვიდმეტი სიმღერა, რამდენიმე კვირის მანძილზე ბავშვები შრომობდნენ იმისათვის, რომ ღირსეულად წარმდგარიყვნენ მაყურებლის წინაშე, რაც შეძლებისდაგვარად დღეს გამოჩნდება" - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ლევან ჩიდილიანმა.