„პროდუქტის უმეტესობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, გენმოდიფიცირებულია“
26 დეკემბერი, 2013
„პროდუქტის უმეტესობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, გენმოდიფიცირებულია“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დოქტრინას" ეგიდით საჯარო ლექცია მოეწყო თემაზე - "გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და ქართული სტანდარტები".

ლექცია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ,,ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტის" დირექტორმა დიანა ძიძიგურმა წაიკითხა.

მისი თქმით, საქართველოში საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, მის მიერ შეძენილი პროდუქტი არის თუ არა გენმოდიფიცირებული. 

"ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება საზოგადოებას, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ამის წართმევის უფლება ჩვენ არ გვაქვს"- აღნიშნა დიანა ძიძიგურმა და დასძინა, რომ არსებობს მონაცემები, 2020 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად გაიზრდება, ამიტომ "მონსარკოს" ფირმამ საზოგადოებას შესთავასა შედარებით იაფფასიანი პროდუქტი.
დღეს კი სავალალო მდგომარეობა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, რადგან საბაჟოზე შემოსული საკვები პროდუქტი არ არის შემოწმებული.

როგორც დიანა ძიძიგურ განაცხადა: "სადიაგნოსტიკო კვლევით ცენტრში არის აპარატები, რომელიც ადგენს, არის თუ არა პროდუქტი გენმოდიფიცირებული. რა თქმა უნდა, ამ პროდუქტის შემოსვლის აკრძალვის უფლება არ გვაქვს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს პროდუქტის კონტროლი. გარდა ამისა, იმპორტირებული პროდუქტის დათესვა არ უნდა ხდებოდეს, რადგან, მაგალითად, როდესაც სიმინდს ვთესავთ, თავდაპირველად ის შემოსავლიანია, ხოლო შემდეგ აღარ იძლევა მოსავალს და ზიანს აყენებს მის გვერდით დათესილ არაგენმოდიფიცირებულ სიმინდსაც. ამით ვცვლით ჩვენს ეკოსისტემას და ეს იწვევს მთლიანად დიდი ეკოსისტემის შეცვლას" - განაცხადა ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა.

მისი თქმით, წელს პირველად შევიდა ის ცვლილება, რომ სახელმწიფომ ამ ფაქტის განხილვა .


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary