სტუდენტების „ტრანსფორმაცია“
27 დეკემბერი, 2013
სტუდენტების „ტრანსფორმაცია“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მაგისტრატურის სტუდენტების ორგანიზებით გამოფენა მოეწყო.

გამოფენის მთავარი თემა "ტრანსფორმაცია" იყო. თუ რატომ აირჩიეს ეს თემა, ამაზე ერთ-ერთმა კურატორმა თაკო კაკაბაძემ გვითხრა: "თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მუდმივი თანამდევი პროცესია ტრანფორმაცია, ანუ ჩვენი ახლანდელი ტრანსფრმაცია არის ეს. ვიცვლით ადგილმდებარეობას, გადავდივართ და ამ ცვლილების გამო გადავწყვიტეთ, წამოსულიყო მთავარი შეტყობინება და მერე ფართო კონტექსტში გაგვეშალა. რასაც დღეს უყურებთ, ეს არის ფართო კონტექსტში გაშლილი, ანუ წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებიც ასახავს, თუ ვისთვის რა იყო ტრანსფორმაცია".

გამოფენას, დ, . ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა მარიამ მიჭირაულმა აღნიშნა: "კარგია, როდესაც ასეთი გამოფენა ეწყობა. ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ხშირად უნდა ტარდებოდეს მსგავსი გამოფენა და ღონისძიება".

პეპილოტი ავტორია ნამუშევრისა "მატყუარა". ჩვენთან საუბრისას მან გვითხრა: "შერეული ტექნიკით შევქმენი ჩემი ნამუშევარი. წიგნებში ვხატავ ხოლმე და მუშაობის დროსაც გამოვიყენე წიგნები. ეს არის სკულპტურა, რომელიც გავს ზღაპრის გმირს და ქვია მატყუარა. ის არის ორსულად და შიგნით აქვს ძალიან ბევრი შეტყობინება ჩადებული, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს. უნდა დააკვირდე. ამხელა მასშტაბზე არასდროს არ მიმუშავია და დღეს მე ამაყი ვარ".

თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენა 5 იანვრამდე გაგრძელდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary