პოეზიის საღამო "აპლოდისმენტი"
27 დეკემბერი, 2013
პოეზიის საღამო "აპლოდისმენტი" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა პოეტის ვახო კამკამიძის პოეზიის საღამო "აპლოდისმენტი" გაიმართა.

სტუდენტებთან შეხვედრა ვახოს მეგობრების ორგანიზებით შედგა.

პირველი ლექსი ბავშვობაში 9 წლის ასაკში დაწერა. "რა თქმა უნდა, სიყვარულზე დავწერე, ვინმეს რომ წაეკითხა, იფიქრებდა, შეყვარებულია-ო, მაგრამ მაშინ ნამდვილად არავინ მიყვარდა, მითუმეტეს, იმ ასაკში" - განაცხადა ახალგაზრდა პოეტმა. 

მისი შემოქმედება სხვადასხვა თემატიკისაა: წერს სიყვარულზე, ახალგაზრდებზე, პატრიოტიზმსა და სამშობლოზე. პირველი შემფასებლები ყოველთვის მეგობრები არიან.

საღამოს დასასრულს ვახომ ლექსი "აპლოდისმენტი" წაიკითხა. საღამო 2 საათს გაგრძელდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary