თბილისის ლიტერატურულ კლუბში საქველმოქმედო პოეზიის საღამო ჩატარდა.
ასევე მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საღამოში მონაწილეობდნენ პოეტები: ირაკლი დეისაძე, თემო არაბული, ალექსანდრე შურღაია და სხვები.
დღევანდელი ღონისძიების მიზანი შშმ ბავშვების ნამუშევრების გაყიდვა იყო, რათა მათ ამ საქმიანობის გაგრძელების საშუალება ჰქონდეთ.
თამუნა ღავთაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის "თავისუფალი პედაგოკიგის ცენტრი" შესახებ ისაუბრა. ეს ორგანიზაცია 1991 წელს დაფუძნდა. თამუნა ღავთაძემ აღნიშნა, რომ მათ სახელმწიფო აფინანსებთ, რაც მცირე თანხას წარმოადგენს. სწორედ ამ ორგანიზაციაში ცხოვრობენ მზრუნველობა მოკლებული ადამიანები, რომლებსაც ყველანაირი პირობა აქვთ თვითრეალიზაციისათვის.
პოეზიის საღამო მუსიკალურად თამარ დარბაიძემ გააფორმა. ყველა მიწვეულმა პოეტმა საკუთარი ლექსები წაიკითხა გარდა მცირეწლოვანი თორნიკე თოდრიასი, რომელმაც სხვა პოეტების ლექსებიც შესთავაზა დამსწრე აუდიტორიას.
პოეზიის საღამოს შემდეგ ბავშვების საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა გაიმართა.
პოეზიის საღამოს შემდეგ ბავშვების საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა გაიმართა.