სამების საკათედრო ტაძრის ქვედა სართულზე ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა 5000 სანთელი აანთეს.
დღესასწაულისთვის მზადება 2 საათზე დაიწყო.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ეს უკვე ტრადიციაა, რომელსაც ყოველ შობის ღამეს ასრულებენ.
"დავითიანნი" ყოველთვის ცდილობს, თავისი პროექტებით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება გამოიწვიოს და, შესაბამისად, მათ გასაგებ და საინტერესო ენაზე მიაწოდოს ორგანიზაციის მთავარი იდეა – ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური ცხოვრების წესი. ამ ცენტრის არსებობის მთავარი იდეა ისაა, რომ "დავითიანნის" მეშვეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდები ერთმანეთს უკავშირდებიან. ეს არის ერთგვარი ხიდი მათ შორის გადებული სხვადასხვა საკითხში. ჩვენ გავიგებთ მათ პრობლემებსა და ინტერესებს და ერთად შევეცდებით მოგვარებას" - აღნიშნა სიონის საპატრიარქოს გუნდის ხელმძღვანელმა ლაშა ზაალიშვილმა.