ახალგაზრდა შემოქმედების პოეზიის საღამო
17 იანვარი, 2014
ახალგაზრდა შემოქმედების პოეზიის საღამო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დავითიანნთან" არსებულ ლიტერატურულ კლუბ "დალკის" ორგანიზებით პოეზიის საღამო გაიმართა.

მასში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, მოსწავლეება და დამწყებმა პოეტებმა: ვაჟიკა აფრიამაშვილმა, ნიკოლოზ ბაგალიშვილმა, ნათია ჯღარკავამ და ნიკა ქიმერიძემ. 

დამსწრე საზოგადოების წინაშე პირველად კლუბ "დალკის" წევრი სალომე კაპანაძე წარდგა, რომელმაც საკუთარი ჩანახატი წაიკითხა. 

როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა ქიმერიძემ გვითხრა: "დღეს ჩემს ლექსებს ვკითხულობ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ახალგაზრდა პოეტი ვარ და მინდა, გზა გავიკვლიო დიდი პოეზიისაკენ, რაშიც "დალკი" დამეხმარება. დღევანდელ საღამოზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ჩემი მეგობრები თუ უცნობი ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან პოეზიით და ხშირად ესწრებიან ჩვენს საღამოებს".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary